Monday, November 7, 2011

1

მე დავიბადე მე-2 სამშობიაროში 1993 წლის 25 ოქტომბერს.რა თქმა უნდა დიდი ამბები მოყვა ჩემ დაბადებას როგორც ხდება ხოლმე.მამაჩემს იმდენად უნდოდა ჩემი ნახვა რომ სახანძრო კიბით ამოვიდა პალატაში :) რა თქმა უნდა გააგდეს :) ნუ ბევრს აღარ დავკონკრეტდები, ისედაც იცით როგორ ხდება ხოლმე ბავშვი, რომ იბადება. 3 წლამდე ვცხოვრობდით კამოს ქუჩაზე დედაჩემი,მამაჩემი,ჩემი ძმა და მე. 3 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა (ავარიით) ამის შემდეგ სახლი გავყიდეთ და საცხოვრებლათ გადავედით ბებიაჩემთან კრილოვზე.2 წელი იქ ვიცხოვრეთ შემდეგ ვიყიდეთ სახლი შეროზიას ქუჩაზე და დღემდე იქ ვცხოვრობ. 5 წლის რო ვიყავი შემიყვანეს სკოლაში რათქმა უნდა ვტიროდი არ მინდა თქო მაგრამ ვინ მისმენდა : )) მალე გაიარა წლებმა ცოტა ჭკუაც მომემატა და სამყაროს სხვა თვალით შევხედე.გავიჩინე მეგობრები რომლებიც დღემდე გვერდში მიდგანან.